Tuesday, April 19, 2011

XX საუკუნის მსოფლმხედველობა და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი

3.1. XX საუკუნის მსოფლმხედველობა და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოში დაიწყო მძლავრი საზოგადოებრივი მოძრაობა ადამიანების თანასწორუფლებიანობის, ზოგადსაკაცობრიო იდეალების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, აგრეთვე ყოველი ადამიანის უზრუნველყოფილი ცხოვრების დასამკვიდრებლად. მაშინვე აღინიშნა, რომ ეს პროცესი მოითხოვს დაუშრეტელი პოლიტიკური ნების გამოვლენასა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირებას, რამაც თავისუფლების გარდა, უნდა მისცეს ადამიანს თავისი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება.


მაგრამ ძალზე მოკლე ხანში გაირკვა, რომ მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და საკანონმდებლო ბაზას არ მოაქვს სასურველი შედეგი, აუცილებელია მესამე კომპონენტი - საინფორმაციო ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა გათვითცნობიერებას მიმდინარე პროცესებში, მათ ინფორმირებას ხელისუფლების ქმედებათა შესახებ და საზოგადოებრივი დოვლათის შექმნა- განაწილების გამჭვირვალობას. აქედან გამომდინარე, დაიწყო პრესის, რადიოსა და ტელევიზიის, კავშირგაბმულობისა და მონაცემთა ბაზების განვითარების ყოველმხრივი ხელშეწყობა. მაგრამ არც ამან უზრუნველყო სრულყოფილი დემოკრატიის ჩამოყალიბება და ყოველი ადამიანის უზრუნველყოფილი ცხოვრება.


მიუხედავად იმისა, რომ დასახული მიზნები სრულად ვერ იქნა მიღწეული, ბიძგი მიეცა მოულოდნელ და ახალ ფენომენს - შეიქმნა საზოგადოებრივი ფენა, რომელიც დაკავებული იყო ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებითა და გავრცელებით. ამ ფენამ საბოლოოდ გამოიწვია ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოების მძლავრი ინდუსტრიის შექმნა, რომელმაც უზრუნველყო ინფორმაციის ფართომასშტაბიანი მიმოცვლა-გავრცელება და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების განვითარებასა და ციფრული

ტექნოლოგიური რევოლუციის გეგმა